იემენის დედაქალაქში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 85 ადამიანი გარდაიცვალა; დაშავებულია ასობით ადამიანი. ტრაგედია საქველმოქმედო შემოწირულების განაწილების დროს, ერთ-ერთ სკოლაში, რამადანის ბოლო დღეებში მოხდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია ღონისძიების ორი ორგანიზატორი. თანხა, რის გამოც იემენში ამდენი ადამიანი დაიღუპა, თითო პირზე 5 000 იემენურ რიალს შეადგენდა, რაც დაახლოებით, 9 ამერიკული დოლარია. იემენში ვითარება 2015 წელს გამწვავდა - მას შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომშია.