18 წლის ახალგაზრდას, რომელსაც 71 წლის მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მოგვიანებით მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
მკვლელობა ახმეტაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა მეზობლებს შორის დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. დაპირისპირების დროს ახალგაზრდამ მეზობელს სანადირო თოფიდან სახის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.