26 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
"ჩვენი მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამიტომ, საქართველოს დღეს ყველა სათანადოდ უნდა ელაპარაკებოდეს" - რატი იონათამიშვილი 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ რუკაზე, საქართველოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია და ამიტომ, საქართველოს ყველა სათანადოდ უნდა ელაპარაკებოდეს.

ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"დღევანდელ გეოპოლიტიკურ რუკაზე, საქართველოს მნიშვნელობა უკვე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თუნდაც იმ 35 წლის მანძილზე იყო, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთის საბჭოთა იმპერიისგან. ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა საქართველო, ჯერ გეოპოლიტიკურ სამყაროსთვის არ ყოფილა. ეს, პირველ რიგში მოიტანა იმ უწყვეტმა მშვიდობამ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს გააჩნია ჩვენს სამშობლოს. სწორედ ამ მშვიდობამ და განვითარების ამ ტემპებმა მოიტანეს ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მეორე მხრივ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება საქართველო ევროპისა და აზიის შუა დერეფნის თვალსაზრისით. ამიტომ, საქართველოს დღეს ყველა სათანადოდ უნდა ელაპარაკებოდეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები