26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
აჭარის უმაღლეს საბჭოს ისევ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ისევ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. არჩევნების შემდეგ დღეს სხდომა პირველად გაიმართა.

დავით გაბაიძე თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო და მას მხარი დარბაზში მყოფმა 13-ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, მას რამაზ ჯინჭარაძე დაიკავებს. ის არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

დღის ამბები