26 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
უტიფრობაა, როდესაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

უტიფრობაა, როდესაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არავინ არ დაუშვებს, რომ თუნდაც მიზერული დოზით აღდგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე.

"სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის კონსტიტუციური პრინციპი და სასამართლოს დამოუკიდებლობა პირდაპირპრორციულად ნიშნავს ქვეყნის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასაც. ჩვენ თუ დავთმოთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაშინ დავთმობთ საქართველოს სუვერენიტეტს. რა დოზითაც დავთმობთ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ზუსტად იმ დოზით დავთმობთ საქართველოს სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. დაუშვებელია და ამას არავინ არ დაუშვებს, რომ თუნდაც მიზერული დოზით აღდგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე. არავინ არ დაუშვებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. არავინ არ დაუშვებს კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხელყოფას. ჩვენ იგივე მოსამართლე ჩხიკვაძესთან მიმართებაში გვქონდა რბილი რეაქცია, მაგრამ, როგორც ჩანს ეს იყო, ცოტა გაუმართლებელი. ყოველთვის, როცა მომავალში საქმე შეეხება სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა.

"ოპოზიციურ ფლანგს რომ გადახედოთ, ვინც არის დღეს წარმოდგენილი ოპოზიციის მხარეს, მაქსიმუმ 5-6 დეპუტატია, ვინც არ მიუკუთვნება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ყველა დანარჩენი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“ უტიფრობაა, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აინიცირებს დადგენილების პროექტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ეს არის ის სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, თქვენს უტიფრობას არ აქვს საზღვარი. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იქნება ბოლომდე დაცული და უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები