26 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
დიდი მატჩის მოლოდინში - "ნაპოლი" "მილანს" მარადონას სახელობის სტანიონზე დაუპირისპირდება

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი სრულ მზადყოფნაში ხვდება შეხვედრას, რომელიც ნეაპოლიტანური კლუბისთვის შესაძლოა ისტორიული გამოდგეს. სასურველი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, ნაპოლი ისტორიაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.

ნეაპოლიტანურ კლუბს უმძიმესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს. პირველი შეხვედრა მილანმა 1-0 მოიგო, დისკვალიფიკაციის გამო დღეს ნაპოლის ვერ დაეხმარებიან ანგისა და კიმი. პოზიტიური სიახლე, მასპინძლებისთვის ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებაა, ნიგერიელი თავდამსხმელი დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეეცდება მილანის კარის აღებას.

ლუჩანო სპალეტიმ სერიას ა-ს ბოლო ტურში ვერონას წინააღმდეგ ლიდერები დაასვენა, ლიგის მეოთხედფინალურ მატჩამდე სამი დღით ადრე ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა და კლუბ ნაპოლის მწვრთნელმა ბრიფინგზე რუსთავი ორის ჟურნალისტის ნინა მამუკაძის კითხვასაც უპასუხა.

ნაპოლი "უეფას" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 საშინაო თამაშია დაუმარცხებელია. სპალეტის გუნდი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ფეხბურთელების მსგავსად მოტივირებულია გულშემატკივარიც, ფანები მთელი ღამის მანძილზე იმ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები სადაც მილანია დაბანაკებული. ტიფოზები მილანის ფეხბურთელებს დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ.

ნეაპოლიტანელი გულშემატკივრების მსგავსად აქტიურობენ ქართველებიც, ტრადიციულად კვარაცხელიას თამაშზე მარადონას სახელობის სტადიონზე ისევ გამოჩნდება ქართული დროშები და ქართული შეძახილებიც იქნება. ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად იტალიაში ამერიკიდან "იუ-ეფ-სის" ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ჩავიდა.

მომავალ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება მილანი, მუხლის ტრავმა აწუხებდა ოლივიე ჟურუს თუმცა ფრანგი ფორვარდი მწყობრშია და დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც რაფაელ ლეაო და ბრაჰიმ დიასი.

ნაპოლი-მილანის პარალელურად, ლონდონში ადგილობრივი "ჩელსი" მადიდის "რეალს" დაუპირისპირდება, ორივე შეხვედრა 23 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები