26 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი, შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია. ერევანში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, მან 129, 133 და 136 კილოგრამი დაძლია, რითაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში, მიშველიძემ 155 და 162 კილოგრამიანი შტანგები დააფიქსირა, რითაც დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში მას 298 კილოგრამი დაუგროვდა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ორჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა რამინ შამილიშვილი, რომელმაც ატაცსა და აკვრაში მცირე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით კიდევ 9 ძალოსანი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე 23 აპრილს შეეცდება მორიგი ტიტულის მოპოვებას.

დღის ამბები