ევროპული კომისია, პოლონეთისა და უნგრეთის მხრიდან, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას აპროტესტებს. კომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ვაჭრობის საკითხზე ცალმხრივი ქმედება მიუღებელია.
პოლონეთმა და უნგრეთმა, უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.
აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს, ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე.