26 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
საქართველოში საქონლით საგარეო-სავაჭრო ბრუნვა იზრდება - საქსტატმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოში, საქონლით საგარეო-სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ახალი მონაცემები დღეს,  საქსტატმა გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით 2023 წლის იანვარ-მარტში ბრუნვამ, 4 მილიარდ 783 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. ქვეყანაში ექსპორტი თითქმის 25%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 21%-ით. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რამაც ქვეყანაში საგარეო ვაჭრობის მონაცემები გაზარდა, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტია. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე საუბრობენ.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რამაც საქართველოში საგარეო ვაჭრობის მონაცემები გაზარდა. ექსპორტ-იმპორტის ახალი მაჩვენებლები სტატისტის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვამ ოთხ მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი თითქმის 25-ით, იმპორტი კი 21 პროცენტით არის გაზრდილი.

ახალი მონაცემები, ქართული ეკონომიკის პოტენციალზე მიუთითებს ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსების შეფასებით, მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში ახალი ბიზნესგარემო იქმნება.

საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 20 აპრილს გამოაქვეყნებს.
დღის ამბები