26 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა, ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ენმ-ს წევრმა, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ დაუდასტურა.

"მესამე პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალებზე საუბარს მოვერიდები ანუ რა მოთხოვნებზეა საუბარი და ა.შ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე.

საქმის პოლიტიზირება უნდოდათ, ის ისტერია რაც ვნახეთ კობახიძისგან და სხვა ლიდერებისგან გეგმა A ჩაეშალათ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ კვლავ არ გავგრძელოთ საქმის პოლიტიზირება და ისე განვავითაროთ საქმე როგორც ეს მესამე პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ჩვენ არ ვიტყვით რა არის და რა ფორმით არის საჩივარი და ასევე არ ვიტყვით არის თუ არა 39-ე მუხლის შესახებ საუბარი ამ საჩივარში. მე დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდნეტის გადასარჩენად არის სხვა ღონისძიებებიც დაგეგმილი,"- აცხადებს ჩალაძე. 

დღის ამბები