26 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, რომ შენ არავინ არაფერს გეკითხება, შენი მოსამართლე შემიძლია ისე დავსაჯო, როგორც მომინდება მტკიცებულებების გარეშე - თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს. თეა წულუკიანის განცხადებით, გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე.

უმრავლესობა მტკიცებულებებს ითხოვს. თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ეს არის დღეს მთავარი მოთხოვნა.

"გამოცდაა, როდესაც შენ უსამართლოდ ეტყვი საქართველოს, ევროკავშირში წევრობაზე სტატუსს და მის წინ დააყენებ მოლდავასა და უკრაინას, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ პროგრესისა და რეფორმების ჭრილში ბევრად უკან ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ხალხია და გამოცდაა ასევე, როდესაც შენ ჩვენს ქვეყანას ეტყვი, რომ შენ არავინ არაფერს გეკითხება, შენი მოსამართლე შემიძლია ისე დავსაჯო, როგორც მომინდება მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს, ჩვენ ვითხოვთ წესებით მოქმედებას და თანასწორუფლებიანობას," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

 

დღის ამბები