26 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მკვლელობა ვარკეთილში - ადგილობრივების თქმით, მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

მკვლელობა თბილისში - მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. ეჭვმიტანილი დაკავებუია. დანაშაული ვარკეთილში მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის კორპუსის ეზოში დაიწყო, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაღუპულს ერთი ჭრილობა დანით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდენენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ოფიციალურ მოტივად სახელდება ურთიერთშელაპარაკება. რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად იყო სიტყვიერი კამათი ყოფით ნიადაგზე დაწყებული, შემდეგ უკვე ვითარება განიმუხტა, თუმცა რამდენიმე წუთში ჩხუბი კვლავ გაგრძელდა.

"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოკლული დამნაშავემ გაიყვანა ტერიტორიიდან სუფრიდან მოშორებით, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მეზობლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ირკვევა, დანაშაული მოხდა კორპუსთან, სადაც მოკლული მამაკაცი ცხოვრობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა სამართალდამცავებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

დღის ამბები