26 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირველადი გეგმა წარადგინა-როგორი იქნება განახლებული სამედიცინო დაწესებულება 

ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირველადი გეგმა წარადგინა, როგორი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულება. ამ ვარიანტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს უკანა მაღლივი შემინული კორპუსის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი შენობა უნდა აშენდეს.

თუმცა წინა ადმინისტრაციული ნაწილი რჩება, მოხდება მისი რეაბილიტაცია.

შეხვედრას ესწრებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში შექმნილი ექიმებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის წევრები, სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები.

"ძალიან დიდი ინტერესია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში და დღეს შევეცდებით, ამ ეტაპზე სად ვართ, რას ვიხილავთ, რა დეტალური ინფორმაციაც გვაქვს დღეისათვის ყველას გაგაცნოთ. იქ გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა კითხვების დასმის, ერთად გავიაროთ ის გამოწვევები, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გვაქვს და ვნახოთ გადაჭრის გზები, თუ რა გზები შეიძლება არსებობდეს დღეს პრობლემების გრძელვადიანად მოსაგვარებლად. 

ორ ნაწილად გვექნება დღევანდელი შეხვედრა. პირველ შეხვედრაში, ყველა ერთად ვნახავთ პრეზენტაციას, რომელსაც ჩვენი კოლეგა წარმოგვიდგენს. ხოლო მეორე ნაწილში, მხოლოდ სამინისტროს და რესპუბლიკურის თანამშრომლები დავრჩებით და უფრო დეტალურად გავივლით, იმ შიდა პრობლემებს და გამოწვევებს, რაც ამ კლინიკასთან დაკავშირებით დღეს გვაქვს,"-აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. 

დღის ამბები