26 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
სამინისტროს ეს განცხადება არის მიმართული იქეთკენ, რომ სთხოვს აშშ-ს კონკრეტული მტკიცებულებები გააცნონ, რადგან ქეისი არის მნიშვნელოვანი-ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია საგანგაშოს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებენ მთავრობას გაიაზროს არსებული პრობლემები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრობლემების გააზრება უნდა დაიწყოს. 

"სავალალო და საგანგაშოა , საგარეო საქმეთა სამინისტროს გაგზავნილი წერილი. "ქართული ოცნება" დროზე უნდა მოეგოს გონს და იქეთ კი არ უნდა წაუყენოს აშშ-ს ბრალდებები, გაიზროს პრობლემა რაში მდგომარეობს, თორემ ცოტახანში მოსამართლეები კი არა, საკუთარი თავები ექნებათ დასახსნელი ამ სანქციებისგან,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

მტიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სანქციებით საუბარი აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მტკიცებულებების წარმოდგენა აშშ-iს მხრიდან მნიშვნელოვანია. 

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება არის მიმართული იქეთკენ, რომ სთხოვს აშშ-ს კონკრეტული მტკიცებულებები გააცნონ, რადგან ქეისი არის მნიშვნელოვანი. მტკიცებულებების გარეშე კი ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ორივე მხარისთვის არის დამაზიანებელი,"- აცხადებს ქადაგიშვილი. 

დღის ამბები