რუსთავსა და სომხეთის ქალაქ იჯევანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ქალაქების მერებმა მოაწერეს.
მემორანდუმი მუნიციპალური მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას და ასევე კულტურის, ტურიზმის, ინვესტიციების და მყარი ნარჩენების მართვის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
ქალაქის მერმა სტუმრებს რუსთავში მიმდინარე პროექტები და ქალაქის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.