4 წლიანი პატიმრობა იარაღის ეპიზოდზე - ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საუბარია იარაღის ეპიზოდზე, ესებუა ბრალს აღიარებს.
როგორც ესებუას ადვოკატი ამბობს, მას დაკავების მომენტში იარაღი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება არ უცდია. იარაღის შენახვის გარდა, ესებუას ტერორისტულ აქტსა და მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ. ეს პროცესი ცალკე მიმდინარეობს.