ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქვესადგური "გარდაბანი-500-ის" ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. "გარდაბანი-500" ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია.
ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.