27 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ რუსეთში მორიგი საქმე აღძრეს - რუს ოპოზიციონერს ამჯერად 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას  ბრალი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს - ამჯერად მას ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში ადანაშაულებენ.

"ჯერ 8 დღეც არ გასულა, რაც ძალაში შევიდა სასჯელი, რომლის მიხედვითაც 9 წლიანი პატიმრობა მომისაჯეს მკაცრი რეჟიმის ციხეში და დღეს ისევ მოხტუნდა გამომძიებელი და ოფიციალურად წარმიდგინა ბრალი ახალ საქმეზე. როგორ ჩანს მე შევქმენი ექსტრემალური ჯგუფი, რომელიც გამეღვივებინა სიძულვილი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების მიმართ. როცა ციხეში ჩამსვეს, გავბედე უკმაყოფილო ვყოფილიყავი და მიტინგების გამართვისკენ მოვუწოდე," - წერს ნავალნი "ტვიტერზე".

ერთი კვირის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის საჩივარი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმეებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალაში შევა განაჩენი და ნავალნის გადაიყვანენ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც 9 წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს.

ალექსეი ნავალნი რუსეთში  2021 წლის იანვარში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის აეროპორტში დააკავეს და "ივ როშეს" საქმეზე რეალური სასჯელის მოსახდელად ციხეში გადაიყვანეს. ამ საქმეზე სასჯელის ვადა ნავალნის 2023 წელს უმთავრდებოდა, თუმცა მორიგი განაჩენით მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება ახალ საქმეს. როგორც ნავალნი ამბობს, ამჯერად მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები