27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
თბილისში ველოსიპედისა და მოტოციკლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპედი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს

 

 
დღის ამბები