27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
"ცოცხალი წიგნები" თუმანიშვილის თეატრში - 7-წლიანი ისტორიის მქონე პროექტის ფარგლებში შეხვედრები, ამჯერად, დედაქალაქში გაიმართება

"ცოცხალი წიგნები" თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში - პროექტი, რომელსაც, უკვე 7-წლიანი ისტორია აქვს და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარა, ახლა შეხვედრებს დედაქალაქში გამართავს.

მწერლებმა ცოცხალი წიგნებით არაერთ სოფელსა თუ ქალაქში იმოგზაურეს, ხვდებოდნენ ადგილობრივებს და უზიარებდნენ საკუთარ ტექსტებს. დათო ევგენიძე, ირაკლი სამსონაძე, ელა გოჩიაშვილი და მანანა მენაბდე ერთი თვის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს, სადაც ავტორები ლიტერატურულ ტექსტებთან ერთად საკუთარ მუსიკას გააჟღერებენ.

პროექტი დღეს დათო ევგენიძის საღამოთი დაიწყო, ზაფხულის სერია ივნისის ბოლოს დასრულდება, შემოდგომაზე კი "ცოცხალი წიგნების" პროექტში 6 თანამედროვე მწერალი მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები