27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
პრემიერმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა

შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან და მისგან მიღებული ქრისტეს საფლავის რაინდის ორდენი - ირაკლი ღარიბაშვილმა თეოფილიუს მესამესთან აუდიენციისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, იმ წვლილზე, რომელიც იერუსალიმის პატრიარქმა იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადმოცემის საკითხში გასწია.

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის მეთაური იერუსალიმში მდებარე ქართულ სახლს ეწვია და იქ მოღვაწე მონაზვნებს კიდევ ერთხელ შეჰპირდა დახმარებას ქართული სამლოცველოების შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.

კიდევ ერთი წმინდა ადგილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა, ჯვრის ქართული მონასტერია. პრემიერ-მინისტრმა მანამდე უმაღლესი დონის პოლიტიკური შეხვედრები ისრაელის მთავრობის მეთაურთან და კაბინეტის წევრებთან გამართა.

დღის ამბები