27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება - როგორ აპირებს ქართული ჯანდაცვა ახალ ვირუსს გაუმკლავდეს

"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების საფრთხის ქვეშ ახლა, ყველაზე მეტად, ევროპის ქვეყნები დგას , სადაც გაორმაგებულია ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების გზებს ვერ ადგენს. "მაიმუნის ყვავილით" უკვე გარდაიცვალა ერთი - 40 წლის პაციენტი . მიზეზად თანმხლები ქრონიკული დაავადებები დასახელდა. ოფიციალური პირები საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ვირუსის გავრცელების საფრთხეებისგან დაცული არც საქართველოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ეპიდსიტუაციას აკონტოლებს. ამირან გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებთან დააანონსა , რომ მაიმუნის ყვავილის სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადი მალე გაკეთდება. უკვე გაირკვა, რომ მომავალ კვირას ახალი PCR ტესტები ჩამოვა ქვეყანაში, რომლიც ახალ ინფექციას რამდენიმე საათში გამოავლენს

ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან მუდმივ კონტაქტზეა . რეკომენდაციების საწყისი პაკეტი ქვეყანას უკვე მიღებული აქვს - უნდა მოხდეს მობილიზაცია და ყველა სავარაუდო საეჭვო ფაქტის შესწავლა.

მივიწყებული ვირუსის გააქტიურება აშინებთ სპეციალისტებს. ამბობენ, რომ დღეს მთავარი ყურადღების გამახვილებაა, თუმცა მოლოდინი არ აქვთ იმისა, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელება მაშტაბურ სახეს მიიღებს.

მაიმუნის ყვავილი , რომლმაც 60 წლის შემდეგ გაარღვია ენდემური კერა და უცებ გავრცელება დაიწყო, განვითარების რა ფორმას და სახეს მიიღებს, ჯერ არავინ იცის. საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ყოველკვირეულად, მაიმუნის ყვავილის შესახებ მსოფლიო მონაცემებთან ერთად, საქართველოში არსებულ სავარაუდო სიტუაციასაც აღწერს და განახლებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. 

დღის ამბები