27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
მძიმედ დაჭრილი 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, პოლიციამ დააკავა სავარაუდო დამნაშავე - სად და როგორ დაიწყო ჩხუბი მოზარდებს შორის

74-ე სკოლის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით იმავე სკოლის მოსწავლე აიყვანა, თუმცა მე-10 კლასელი ბრალს არ აღიარებს. მძიმედ დაჭრილი 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა და ექიმები, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ამ წუთებშიც იბრძვიან.

ჩხუბი რომელიც სკოლის სტადიონზე დაიწყო, მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხთან გაგრძელდა, რის შედეგადაც მე-9 კლასელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დრომდე 74-ე სკოლა მისივე მოსწავლეებს შორის მომხდარ სისხლიან გარჩევაზე პასუხისმგებლობას იხსნის, არგუმენტად კი აცხადებს, რომ დაჭრის ფაქტი სკოლის ტერიტორიის მიღმა მოხდა.

დაჭრა თუ არა მეათე კლასელმა მეცხრე კლასელი, ამაზე დაკავებულის ოჯახი არ საუბრობს.

სულ ჩხუბში 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, თუმცა ჯერ უცნობია გამოიკვეთება თუ არა საგამოძიებო მოქმედებისას სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც.

დღის ამბები