ძმებ გუგა და დათო კაკულიებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - წინასწარი მოთავსების იზოლატორში პროცესს ადვოკატიც დაესწრო.
ცნობილია, რომ ძმები დანაშაულს არ აღიარებენ. პირველადი ინფორმაციით, ბრალდების შინაარსი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა იყო, თუმცა კაკულიების გვარი აქამდე არა ერთ დანაშაულთან დაკავშირებით გაჟღერებულა- მათ შორის, საუბარია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის და არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის საქმეებზე.
შენობიდან ამ დრომდე არ გამოსულა დაკავებული ძმების ადვოკატი გიორგი ანთიძე, თუმცა მანამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ ჰგონია, მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქართველოში არალეგალური გზით შემოსულიყვნენ.
"თავად [კაკულიები] ფიქრობენ, რომ ისტერიის ფონზე, რაც გავრცელებულია, რომ ყველა დანაშაული, რაც გაუხსნელია, ბრალდება კაკულიებს. რაღაც ტრენდული გახდა, რაც სიმართლე არ გახლავთ.
მეეჭვება, რომ არალეგალური გზით ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ამაზეც დავუსვამ კითხვებს,"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ანთიძე.
პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, დავით და გუგა კაკულიებს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა.