დასავლეთი რუსული გემების შესვლას მის პორტებში ბლოკავს და კრიზისს ხელოვნურად იწვევს - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუ კიევი პორტების განაღმვის პრობლემას მოაგვარებს, რუსეთის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ მარცვლეულით გემების შეუფერხებელ გავლას ხმელთაშუა ზღვაში.
"ჯერ კიდევ 2009 წელს, რუსეთის ფედერაციამ შესთავაზა ნატოს, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას: როგორც თავად ალიანსის წევრებს, ასევე არაწევრ ქვეყნებს. თუმცა, ეს ინიციატივა უარყვეს. მოსკოვი ერთ თვეზე მეტია, შესაბამის ზომებს ატარებს უკრაინული მარცვლეულის უფასო ექსპორტისთვის, ამისათვის მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ კიევმა გაასუფთავოს გასასვლელები პორტებიდან, რომელიც დანაღმულია.
მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა სურსათის პრობლემის გადასაჭრელად, დასავლეთი კი ბლოკავს რუსული გემების შემოსვლას მის პორტებში და ხელოვნურად იწვევს კრიზისს. თუ კიევი პორტების განაღმვის პრობლემას მოაგვარებს, რუსეთის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ მარცვლეულით გემების შეუფერხებელ გავლას ხმელთაშუა ზღვაში," - ამბობს სერგეი ლავროვი.