დღეს თბილისში დაჭრილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობა, ექიმების განმარტებით, უკვე დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მე-9 კლასელ მოზარდს, სიცოცხლის გადასარჩენად საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის დღეს ისანში, ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა. კონფლიქტში 74-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.
თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.