27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს. მისი თქმით საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა არის და საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მიზეზი არ არსებობს.

"საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული. საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ უმკურნალონ. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. თანასწორობის პრინციპის დაცვით ზუსტად ისეთი მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც სხვების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაულები გაცილებით მძიმეა ვიდრე 9500 პატიმრის, - აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები