27 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ლატვია ვერ ჩაერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ვერ შეაფასებს სიტუაციას - ბუდ რიკისი

ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ამის შესახებ ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ულდის ბუდრიკისი პარლამენტში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს უკვე შეხვდა.

"ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და გვერდში უდგას. ჩვენ ვიცით, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ლატვია ვერ ჩაერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ვერ შეაფასებს სიტუაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რაც საქართველოში პოზიციას და ოპოზიციას აერთიანებთ ეს არის ევროინტეგრაცია,"- აცხადებს ბუდ რიკისი

დღის ამბები