27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, – აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები