27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ იყო დაწერილი "ერთ ღამეში", ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სანქციები მოიხსნება - სერგეი ლავროვი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მოსკოვი არ ელოდება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

სერგეი ლავროვი ნატოს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ალიანსმა უკრაინა თავის რიგებში არ უნდა მიიღოს.

"დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლება, რომელიც დამოუკიდებლადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერ, უპირობო პრიორიტეტია. მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების აკრძალვა, მედიის, კულტურის, რუსული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აკრძალვა – თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს.

ჩვენ მრავალი წელი ვარწმუნებდით დასავლეთს, რომ უკრაინა ნატო-ში არ უნდა იყოს შეყვანილი. ალიანსი უკვე ხუთჯერ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს, ყველა იმ დაპირების საწინააღმდეგოდ, რასაც დაგვპირდა საბჭოთა კავშირის დაშლისას. 

უკრაინის ნატო-ში შეყვანა პირდაპირ საფრთხის შექმნას ნიშნავდა რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. მათი სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ იყო დაწერილი "ერთ ღამეში". ისინი დიდხანს ემზადებოდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სანქციები მოიხსნება. პრეზიდენტმა მაკრონმა არაერთხელ ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აუცილებლობაზე, მაგრამ შტატები არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ისინი ამას არ დაუშვებენ. ამერიკამ ევროპა მთლიანად დაიმორჩილა," – აცხადებს სერგეი ლავროვი.

დღის ამბები