"საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები" , - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ეროვნულ არქივშია წარმოდგენილი და იგი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების 105 წლისთავს ეძღვნება.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მე-5 საუკუნიდან დღემდე, საქართველოს პატრიარქების და სხვა სასულიერო პირების ნივთები, ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ფოტო და სხვა საარქივო მასალა. გამოფენა 23 ივნისამდე გაგრძელდება.