27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"პრაიმ ჰაუსი" რეიტინგების ლიდერია - მაყურებელმა, 1 117 295 ხმით, საკუთარი პოზიცია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში დააფიქსირა

"პრაიმ ჰაუსმა" გასულ ლაივზე, საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო რეიტინგის ყველა რეკორდი მოხსნა. აუთსაიდერების გადასარჩენად, ხმა ჯამში მილიონ 117 ათას 295 - მა მაყურებელმა მისცა. ამ ხმების ნახევარზე მეტი გიორგი ნაზღაიძემ მიიღო. ჟიურის წევრებმა როიალ გოდვინი გადაარჩინეს, შესაბამისად მესამე აუთსაიდერმა, ლაშა მაზანაშვილმა პროექტი დატოვა.

"პრაიმ ჰაუსი" ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუა როგორც ტელესივრცეში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე. პროექტის ლაივი ტელეეკრანების, ფეისბუქის და YouTube სტრიმის გარდა, ამჯერად უკვე საქართველოში პირველად, "ტიკ ტოკზეც" ხელმისაწვდომია. 



დღის ამბები