"ყველა დეტალი არ ვიცი, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა – უკრაინას გადავცემთ მძიმე შეიარაღებას" - ამის შესახებ გერმანიის ელჩი ანკა ფელდგუზენი აცხადებს.
"გეპარდის" ტიპის ტანკებზე საუბრისას დიპლომატი ამბობს, რომ მათი შეძენა, პირდაპირ მწარმოებელთან შესაძლებელია, თუმცა ექსპორტის უფლებას ხელისუფლება გასცემს. რაც შეეხება "მარდერებს", ფელდგუზენი მიიჩნევს, რომ ეს ტექნიკა შეკეთებას საჭიროებს, ვინაიდან უკვე 10 წელია სადგომზე დგას და ბრძოლისუნარიანი არ არის.