ულსან ჰიუნდაის შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლამდე, კორეის ჩემპიონატში გატანილი ეფექტური გოლით გამოირჩა. 29 წლის ფეხბურთელმა თავი K ლიგის მეთხუთმეტე ტურში, სტუმრად სუვონთან შეხვედრაში გამოიჩინა.
ულსანმა თამაში ანგარიშით 2:1 მოიგო, ვაკომ კი, რომელიც სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო, გოლი 55-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, სამოცდამეოთხე წუთზე კი გაფრთხილება მიიღო.