27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიაში პრემიერ-მინისტრს ჩართულობისთვის მადლობას უხდის

საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება. 300 წლის შემდეგ მდინარე იორდანეს ნაპირებთან 4000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი საქართველოს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან გადაეცემა.

დაგეგმილია ოფიციალური საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, იორდანიის პირველი პირებიც დაესწრებიან.

მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიაში, ერაყსა და ლიბანში ზაზა კანდელაკი აცხადებს, რომ წმინდა მიწაზე საქართველოს ინტერესების წარმოჩენას მსოფლიო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეცნიერები მუდმივად აქ ყოფნით დაინტერესდებიან და მათ მიეცემათ საშუალება დღემდე უცნობი დოკუმენტები ნახონ. წმინდა მიწა დიდი პრესტიჟის თემაა და ეს მსოფლიო პოლიტიკის დიდი ნაწილია. 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც,"- აცხადებს კანდელაკი. 

დღის ამბები