27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ახალი დეტალები არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შესახებ - რას ყვება ერთ-ერთი დაჭრილის დედა  

ახალი დეტალები არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შესახებ - თვითმხილველების თქმით, დედაქალაქის ცენტრში15-მდე გასროლის ხმა გაიგეს. რამდენიმე მათგანი პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. 

"კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთი დაჭრილის დედასაც. როგორც ის ამბობს, წარსულში რაიმე კონფლიქტის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ რას უკავშირდება მომხდარი, არ იცის.

ეკა ორჯონიკიძე აცხადებს, რომ მომხდარი სამართალდამცველებმა მალე უნდა გამოიძიონ.

"ჩემი შვილის მდგომარეობა ნორმალურია და მეორე, ვინც ახლდა მეგობარი, გუშინვე გაწერეს, იმას ძალიან მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მუხლზე მიყენებული. რომ გითხრათ, რომ რაღაც კონკრეტულად რაღაცას უკავშირდება და ჰქონდათ რაღაც ადრე ერთმანეთში, ეს დეტალები არ ვიცი. სამართალდამცავებზეა ახლა ყველაფერი, თუ გავლენ ცხელ კვალზე და ინციდენტის ავტორს მიაგნებენ და გამოიძიებენ, კარგი იქნება,“ - ამბობს სერგი ქურთიშვილის დედა, ეკა ორჯონიკიძე.

დღის ამბები