უკრაინულ გამნაღმველ ძაღლ პატრონს კანის კინოფესტივალის "პალმის ძაღლის პრემია" მიენიჭა. ჯილდო დაწესებულია ადამიანებსა და ძაღლებს შორის კავშირისთვის.
პატრონისთვის განკუთვნილი ჯილდო კანის კინოფესტივალზე უკრაინის დელეგაციამ ჩაიბარა, რადგან თავად ძაღლი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო.
როგორც კანში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, პატრონი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, რადგან უკრაინა მის სამსახურს საჭიროებს.