27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 

დღეს გაიმართა პარტია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა. სხდომაზე გამგეობის წევრებმა დაამტკიცეს ორგანიზაციული სტრუქტურა.  

გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარდგენილი კანდიდატი, ნინო წილოსანი. ასევე დღეს გამგეობის წევრებმა გამგეობის სტრუქტურაც დაამტკიცეს და განსაზღვრეს თემატური მიმართულებები. 

დღევანდელ სხდომაზე წევრებმა დაგეგმეს მომავალი სამოქმედო აქტივობები და განსაზღვრეს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები. 

ქალთა ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს თბილისისა და რეგიონულ საბჭოებთან აქტიური მუშაობის დაწყებას და რეგიონული კონფერენციების გამართვას.

დღის ამბები