27 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში შესაბამის მკურნალობა უტარდება.

მმართველი გუნდის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ოპონენტების თვითმიზნად იქცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა.

"მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ საუბარია საზღვარგარეთ გადაყვანაზე ან ა.შ. ჯერჯერობით, ისიც მინდა გითხრათ, რომ მას არ აქვს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში და მსგავსი მოწოდებით, ზოგადად შეურაცხყოფას ვაყენებთ ექიმებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სასჯელის გადავადებასთან ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ," - აცხადებს რატი ბრეგაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე ემურება

"მიხეილ სააკაშვილს საკითხს და მათ შორის იმას, სად გადაიყვანენ, როგორ გადაიყვანენ, ეს არ არის არც რატი ბრეგაძის, არც ქართული ოცნების წარმომადგენლების გადასაწყვეტი. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და შესაბამისად, არაფორმალური მმართველობა წყვეტს ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები