27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოდის და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

"მე მინდა ვთქვა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულ დონეზე ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ, და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებთ. რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არცერთ სანქცირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არაერთი , ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის, ასევე სამწუხაროდ უკრაინის მთავრობის მხრიდან. 

ზოგადად, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან - მაგალითად, გაეროს სანქციათა კომიტეტის რეგულაციებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციასთან.  ჩვენი კანონმდებლობა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ხელშეწყობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ა.შ უზრუნველყოფს სანქციათა გვერდის ავლის შეუძლებლობას", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები