27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
აქცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან- რას აპროტესტებენ დასაქმებულები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან საპროტესტო გზავნილები ისმოდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს.

ექიმების თქმით, მათ გადაუდებელი დახმარების ცენტრი თანამშრომლების დატვირთვის ახალი მოდელის შემუშავებას დაპირდა, რაც მათ სამუშაო პირობებს გააუმჯობესებდა, ხელფასს კი გაზრდიდა, თუმცა ასე არ მოხდა. აქციის მონაწილეები დატვირთვის შესაბამის ანაზღაურებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. აქციის მიმდინარეობისას, ექიმებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

დღის ამბები