27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რადიოლოგიური და კომპიუტერული კვლევების შედეგები უკვე სააკაშვილის პირადი ექიმის ხელშია

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ ექსპერტებს კლინიკა "ვივამედის" კარი გაუღო. სასამართლო პროცესზე მან დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელსაც ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდნენ. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცენტრ "ემპათიის" ექიმები უახლოეს პერიოდში მოინახულებენ, შესაბამის კვლევებსა და სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, დღეს გაიმართა. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყოფილი პრეზიდენტი ვერც ამჯერად დაესწრო. სააკაშვილის პოზიცია მისმა ინტერესების დამცველმა გაახმოვანა, რომელმაც მსჯავრდებული კლინიკაში მოინახულა. პალატიდან გამოსულმა ადვოკატმა ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გონებაც დაკარგა. კლინიკაში მივიდა გიული ალასანიაც.

რადიოლოგიური და კომპიუტერული კვლევების შედეგები, რომელიც მსჯავრდებულს კლინიკა "ვივამედში" გადაყვანის შემდეგ ჩაუტარდა, სააკაშვილის პირადი ექიმის ხელშია. ნიკოლოზ ყიფშიძე დოკუმენტს ეცნობა და დიაგნოზის დასასმელად ემზადება. ოჯახისა და თანაგუნდელების მოთხოვნა უცვლელია - მსჯავრდებულის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.

უცვლელია მმართველი გუნდის პოზიციაც - "ქართული ოცნების" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავენ და ექსპრეზიდენტს ურჩევენ, მედიკოსების რეკომენდაციები შეასრულოს. 

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე სამოქალაქო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივამედში" 12 მაისს გადაიყვანეს.

დღის ამბები