27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს, ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან მშვიდობის მსურველებს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ საქართველოს ომში შეთრევის მსურველები იმ სასულიერო პირებსაც უპირისპირდებიან, რომლებიც ქვეყანის მშვიდონიან კურსს ეთანხმებიან. 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მეუფე შიოს ქადაგებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 


"ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს. 

არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი.  მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი, ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება არანაირ მოწოდებას ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა.

"ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი". ანტონი დიდი",- წერს ჯაღმაიძე

დღის ამბები