27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"პირველი არხის" თანამშრომელს, საზოგადოების დახმარება სჭირდება - მარიამ ჭელიძე მძიმე დაავადებას ებრძვის

საქველმოქმედო განცხადება - ჩვენს მეგობარსა და კოლეგას, "პირველი არხის" თანამშრომელს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მარიამ ჭელიძე რამდენიმე წელია, მძიმე დაავადებას ებრძვის. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა, მას აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი ფილტვთან და გულთან, რაზეც სასწრაფოდ, დამატებითი კვლევა და შემდეგ ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

მარიამს, გადაუდებლად სჭირდება თურქეთში გამგზავრება და მკურნალობის გაგრძელება.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ

თბს ბანკი: GE96TB7722645061600017 - მიმღები მარიამ ჭელიძე. 

 

დღის ამბები