რუსული ძალების ტყვეობაში მყოფი "აზოველების" მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"აზოვის" პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლის თქმით, მასთან 30 წამიანი სატელეფონო კავშირი ჰქონდა. კატერინა პროკოპენკოს თქმით, სატელეფონო ზარის განხორციელება მხარეებს შორის შეთანხმებით მოხერხდა.
"გუშინ დამირეკა, მხოლოდ 30 წამიანი საუბარი მქონდა მასთან. მკითხა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, ვეცადე მეც მეკითხა კარგად იყო თუ არა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდი კავშირი იყო, რადგან ის რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ესაა ყველაფერი რაც ვიცი.
უკრაინის, რუსეთსა და მესამე მხარის შეთანხმებით, როგორც ჩანს მათ აქვთ შესაძლებლობა ოჯახებს დაურეკონ კვირაში რამდენჯერმე. ყველას აქვს ეს შესაძლებლობა, მათ შორის დაშავებულ ჯარისკაცებსაც," - ამბობს "აზოვის" პოლკის ლიდერის დენის პროკოპენკოს მეუღლე.