27 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით - პარლამენტში დღეს დებატები ეწყობა

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა კეთდება ამ მიმართულებით - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს დებატები ეწყობა.

გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები. პარალელურად, ოპოზიცია დღეს აპირებს ხელი მოაწეროს ერთობლივად მომზადებულ წერილს, რომელიც დღესვე ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაეგზავნება.

გზავნილში დაფიქსირებულია ერთიანი ოპოზიციის თხოვნა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მზადყოფნა ჩაერთონ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაში. 

"დებატების მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელისუფლებამ დადოს პირობა, რომ ისინი არ ასცდებიან ევროატლანტიკურ გეზს, ვინაიდან არის ძალიან დიდი საფრთხე ამისა. ეს შფოთვა აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც," - ამბობს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომა  გოცირიძე.

განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

"სავარაუდოდ, ჩვენ, უმრავლესობა ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ და დავუმტკიცებთ საზოგადოებას რომ ჩვენ იბრძვით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ალბათ ოპოზიციას ექნება მტკიცებულებები და არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე შეაფერხოს ეს პროცესი და რატომ აფერხებს ამ პროცესს, ალბათ ამასთან დაკავშირებით ექნებათ თავისი არგუმენტები," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები