27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ახლა დონბასში ძალიან რთული ვითარებაა, ფაქტობრივად, რუსული არმიის მთელი რესურსი იქ არის გადასროლილი შეტევისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას დასჭირდება დრო და დიდი ძალისხმევა, რომ ომში აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობის კუთხით რუსეთის უპირატესობა შეცვალოს - უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში ომის მიმდინარეობა შეაფასა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში ძალზე რთული სიტუაციაა და რუსეთს თითქმის მთელი რესურსი დონბასისკენ აქვს მიმართული.

"ეს არის რუსი ოკუპანტების სამთვიანი ომის დანაშაულები. თავდასხმების, ნგრევის, ბლოკადისა და ჩვენი ხალხის მასობრივი ექსპლუატაციის სამი თვე.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ სამ თვეს გადავურჩით ათიათასობით ადამიანის წყალობით, ვინც იცავს სახელმწიფოს და ოკუპანტების მიერ მოკლული უკრაინელი კაცებისა და ქალების ათიათასობით სიცოცხლის ფასად. 

დაიღუპა თითქმის 30 000 რუსი ჯარისკაცი. 200-ზე მეტი ჩამოგდებული თვითმფრინავი, ათასობით დაკარგული რუსული ტანკი, ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა. რუსული სარაკეტო საბრძოლო მასალა თითქმის მთლიანად არის გამოყენებული და ტყუილებით უნდათ დამალონ ეს, რომ მთელი ძალით არ ებრძვიან? მოვა დრო, როცა ამას თავადაც აღიარებენ.

ახლა დონბასში ძალიან რთული ვითარებაა. ფაქტობრივად, რუსული არმიის მთელი რესურსი, რაც ჯერ კიდევ გააჩნიათ, იქაა გადასროლილი შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნაია, სევეროდონეცკი, სლავიანსკი – ოკუპანტებს იქ ყველაფრის განადგურება სურთ, მაგრამ ჩანაწერებში გვესმის მათი საუბარი იმაზე, რომ მათ არაჩვეულებრივად ესმით, ამ ომს რუსეთისთვის აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მრავალი მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც რუსეთი გეგმავს ან უკვე პროვოცირებს.

რუსეთის შემოჭრა ყირიმში დაიწყო. ეს არ ყოფილა პირველი რამ რუსეთის სახელმწიფოს შეცდომების სიაში უკრაინის მიმართ, არამედ ეს იყო პირველი საბედისწერო შეცდომა თავად რუსეთისთვის. სწორედ ამას მოჰყვა რუსეთის არანაკლებ საბედისწერო შეცდომები, ყველა ერთად გამოიწვევს მის ისტორიულ დასუსტებას და, რა თქმა უნდა, ოკუპანტებსაც მოუწევთ ყირიმის დატოვება," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები