27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი.
 
ორშაბათს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) საუბრისას, 98 წლის კისინჯერმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ხელახალი წარუმატებლობა და მოსკოვის ანტაგონიზმის გაგრძელებას, შეიძლება, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს ევროპის სტაბილურობისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
 
„მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სანამ გამოწვეული არ იქნება რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად დაძლევადი არაა“, - თქვა მან.
 
იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს მანამდე არსებული მდგომარეობის მიხედვით (status quo ante). ომის შემდგომი გაგრძელება არა უკრაინის თავისუფლება, არამედ ახალი ომი იქნება თავად რუსეთის წინააღმდეგ.

კისინჯერი, რომელიც 1970-იან წლებში რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციების ქვეშ მსახურობდა, ყურადღებას ამახვილებს ომის გაჭიანურებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
 
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ რუსეთი 400 წლის განმავლობაში ევროპის არსებითი ნაწილი იყო და კონტინენტისთვის კრიტიკულ მომენტებში დამაბალანსებელი ძალაა. კისინჯერმა თქვა, რომ დასავლურ ქვეყნებს უნდა ახსოვდეთ რუსეთის მნიშვნელობა ევროპაში და არ მიყვნენ „მომენტის განწყობას“.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ორშაბათს განაცხადა, რომ ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობისთვის, თუ უკრაინა გადადგამს პირველ ნაბიჯს.
 
„ჩვენ მზად ვიქნებით დასაბრუნებლად, როგორც კი უკრაინა გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და მინიმუმ რეაგირებას მოახდენს მისთვის წარდგენილ წინადადებებზე“, - განაცხადა რუდენკომ მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას. მან არ დააკონკრეტა, როგორი იქნება ეს კონსტრუქციული პოზიცია უკრაინისთვის.

მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინა სულ უფრო უკომპრომისოა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს კიევის მხრიდან თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობას მოსკოვისთვის.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დავოსზე ვიდეო გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით ან რაიმეთი, რასაც ფორუმზე დამსწრე ხალხი განიხილავს.
 
ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი მხოლოდ „უხეში ძალით“ არის დაინტერესებული.
 
„წელს სიტყვები „გარდამტეხი მომენტები“ უფრო მეტია, ვიდრე რიტორიკული საუბრის თემა, - თქვა ზელენსკიმ. "ეს წელი ნამდვილად არის წელი, როდესაც გადაწყდება, იქნება თუ არა უხეში ძალა მსოფლიო მმართველი."
 
„თუ ასეა, ძლევამოსილებს არ აინტერესებთ ჩვენი აზრები და დავოსში შეხვედრებს აზრი აღარ ექნება. უხეში ძალა არაფერს ეძებს, გარდა იმისა, ვის დამორჩილებასაც ცდილობს და ის არ ლაპარაკობს, ის კლავს, როგორც ამას აკეთებს რუსეთი უკრაინაში, როცა დღეს ვსაუბრობთ“.

მოსკოვის დელეგატებს აეკრძალათ წელს დავოსის ფორუმში მონაწილეობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
 
გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის სხვა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს მკაცრი განცხადებები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს რუსეთისთვის ნებისმიერი ტერიტორიის დათმობას.
 
21 მაისს ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც კიევი იძულებული გახდებოდა დაეთმო თავისი ტერიტორია მოსკოვისთვის და თქვა, რომ ომის ასეთი გადაწყვეტა რუსეთს მხოლოდ უპირატესობას მიანიჭებს კიდევ ერთი დიდი ომისთვის მომავალში.
 
”ომი არ შეწყდება [არანაირი დათმობების შემდეგ/მიუხედავად], ის უბრალოდ შეჩერდება გარკვეული დროით”, - განუცხადა პოდოლიაკმა Reuters-ს ინტერვიუში.

„ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შეაგროვებენ იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ თავიანთ შეცდომებზე, ცოტა მოდერნიზებას განიცდიან, ბევრ გენერალს გაათავისუფლებენ... და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს. ."
 
პოდოლიაკის კომენტარიდან ერთი დღის შემდეგ, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ომი არ დასრულდება ‘უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გარეშე’.
 
მოსალოდნელია, რომ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, განაახლონ უკრაინის მხარდაჭერა და შესთავაზონ კიევს მეტი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად.

 

წყარო : Newsweek

დღის ამბები