27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
CEPS-ის სტატია საქართველოზე, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებისა და განცხადებების თემა გახდა - მოდიან თუ არა ორგანიზაციის მკვლევარები საკუთარ დასკვნებთან წინააღმდეგობაში

სტატია საქართველოზე, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებისა და განცხადებების თემა გახდა. "ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ მიღწევებზე, ასევე, იმ პრობლემებზე, რომელიც რეფორმების კუთხით არსებობს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას "ქართულ ოცნებაში" პარადოქსული უწოდეს, ვინაიდან ამავე ორგანიზაციის კვლევებით ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც უსწრებს.

სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმება თავად ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მეცნიერი. თინათინ ახვლედიანი ამბობს, რომ სტატიაში მოყვანილი ნეგატიური ფაქტები მხოლოდ ავტორების პირადი მოსაზრებაა და ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს.

სტატიაში არსებულ კრიტიკას იზიარებენ ოპოზიციაში, თუმცა არ ეთანხმებიან პოზიციას რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდა მიიღოს. მმართველი გუნდი კი ნეგატიურ მასალას ქვეყანაზე სწორედ ოპონენტებს უკავშირებს.

დღის ამბები