33 წლის მამაკაცმა სახლში მოსული სტუმარი პისტოლეტით მოკლა. შემთხვევა ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში მოხდა. 57 წლის ჯემალ პაპუაშვილი სტუმრად გიორგი ბლიაძის პაპასთან მივიდა, ვახშმის შემდეგ კი ბლიაძემ სტუმარი სახლიდან გაიყვანა და თავის არეში ესროლა. მიყენებული ჭრილობის შედეგად 57 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი ორი დღის განმავლობაში მიმალავაში იყო. გიორგი ბლიაძე პოლიციამ დღეს დააკავა, სახლის ჩხრეკისას კი დანაშაულის ჩადენის იარაღი და ვაზნები ამოიღო.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგი ბლიაძეს წლების განმავლობაში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს ოჯახის დაცვის სტრატეგიაა თუ რეალობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მოკლული ჯემალ პაპუაშვილი ხცისში ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა და კონფლიქტი არავისთან ჰქონია. საპირისპიროს ამტკიცებს მკვლელობაში ბრალდებული ბებია, ის "კურიერთან" ყვება, რომ ჯემალ პაპუაშვილი ბლიაძეს ხშირად აბულინგებდა, რაც, საბოლოო ჯამში, ტრაგედიით დასრულდა.